logo_geo
პეკინში მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი გაიხსნა
- +

25 სექტემბერი. 2019. 14:16

 

პეკინში მსოფლიოში უდიდესი აეროპორტი გაიხსნა. ახალი დასინის აეროპორტი პეკინის ცენტრიდან 50 კილომეტრში მდებარეობს.

 

ტერმინალის ფართობი 700 ათასი კვადრატული მეტრია და მას ექსვსქიმიანი ვარსკვლავის ფორმა აქვს.

 

დასინის საერთაშორისო აეროპორტი ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა პირადად გახსნა. პეკინის ცენტრიდან ახალ აეროპორტში ჩქაროსნული მატარებლით მისვლას 20 წუთი დასჭირდება.

 

ვარაუდობენ, რომ 2021 წლისთვის პეკინის ახალი აეროპორტი 45 მილიონ მგზავრს მოემსახურება, მოგვიანებით კი ამ მაჩვენებლის 100 მილიონ მგზავრამდე გაზრდაა დაგეგმილი. აეროპორტს რვა ასაფრენი ბილიკი აქვს, რომლებიც 2024 წლამდე სრულად ამუშავდება.

 

მსოფლიოში უდიდესი აეროპორტის დიზაინის ავტორი წარმოშობით ერაყელი, ბრიტანელი არქიტექტორი ზაჰა ჰადიდია. ტერმინალს ექსვქიმიანი ვარსკვლავის ფორმა აქვს. შენობის ექვსივე ფრთა ტრადიციულ ჩინურ კულტურას ეძღვნება. მათ შორის არის აბრეშუმი, ჩაი და ფაიფური. ტერმინალში 80-ზე მეტი გეითია.

 

აეროპორტის მშენებლობა ოთხი წელი გრძელდებოდა და დაახლოებით 120 მილიარდი იუანი (15 მილიარდი ევრო) დაჯდა. მთელი ინფრასტრუქტურის მოწყობის ხარჯების გათვალისწინებით კი ახალი აეროპორტის აშენება ჩინეთს 400 მილიარდი იუანი დაუჯდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი