logo_geo
საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
- +

25 სექტემბერი. 2019. 23:52

 

 

საბერძნეთის პოლიციამ უმსხვილესი დანაშაულებრივი დაჯგუფება გამოავლინა, რომელიც ბავშვებით ვაჭრობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მხილებულია 60 ადამიანი.

 

12 დაკავებულს შორის საქართველოს 3 მოქალაქეა. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემა „ქრონიკას“ საბერძნეთში საქართველოს საკონსულომ დაუდასტურა.

 

მედიის მიერ გამოკვლეული სქემის მიხედვით, დანაშაულებრივ ჯგუფს ქართველები ხელმძღვანელობდნენ. ბრალდებულები თანამშრომლობდნენ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრებთან. აფეხმძიმებდნენ სხვადასხვა ეროვნების ქალებს და ბავშვებს 25-28 ათას ევროდ ყიდდნენ.

 

 

 

big_banner
არქივი