logo_geo
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ მზადაა, დონბასში მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს და უკრაინა-რუსეთის საზღვრის ნაწილი გააკონტროლოს
- +

26 სექტემბერი. 2019. 14:02

 

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მზადაა, რომ დონბასში მშვიდობისმყოფელები გაგზავნოს და უკრაინა-რუსეთის საზღვრის ნაწილი გააკონტროლოს. უკრაინულ მედიასაშუალებებთან შეხვედრაზე ლუკაშენკომ თქვა, რომ მხარს უჭერს ერთიან და განუყოფელ უკრაინას, კონფლიქტის დარეგულირებისთვის კი კონკრეტულ ქმედებებზე გადასვლაა საჭირო.

 

„თუ თქვენ გსურთ, რომ ჩვენ ჩავკეტოთ უკრაინა-რუსეთის საზღვრის 400-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელსაც ამჟამად უკრაინის ხელისუფლება ვერ აკონტროლებს, ჩვენ ჩავკეტავთ ამ საზღვარს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის დიდი პრობლემაა ამ კონფლიქტში ჩართვა, ჩვენ მზად ვართ მშვიდობისმყოფელების, სასაზღვრო დაცვის, ჯარების, რაც გსურთ იმის გასაგზავნად, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, ჩავკეტოთ საზღვრის ეს მონაკვეთი, მხოლოდ ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი