logo_geo
სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- +

26 სექტემბერი. 2019. 16:46

 

თურქეთში, ქალაქ სტამბოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ 5,8 მაგნიტუდა შეადგინა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სტამბოლის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვაში 7 კილომეტრის სიღრმეში იყო.

 

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი