logo_geo
ალექსანდრე ლუკაშენკო: სიკვდილამდე პრეზიდენტობას არ ვაპირებ
- +

26 სექტემბერი. 2019. 17:17

 

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ უკრაინელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სიკვდილამდე ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნას არ აპირებს, მაგრამ თავის შემცვლელს არ ეძებს.

 

„ჩვენთან ხელისუფლების გადაცემის თაობაზე ლაპარაკი არ მიმდინარეობს. ახალ პრეზიდენტს მხოლოდ ხალხი აირჩევს“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

 

მისი თქმით, პრეზიდენტის თანამდებობაზე იქნება მანამ, ვიდრე ხალხი ნდობას უცხადებს და ჯანმრთელობა საშუალებას მისცემს.

 

„მთავარია ჯანმრთელობა და ხალხის ნდობა“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

 

შვილების თაობაზე კი განაცხადა, რომ მის არც ერთ შვილს პრეზიდენტობა არ უნდა.

 

უკრაინელ ჟურნალისტებთან ვრცელი ინტერვიუს დროს მან ყირიმზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინა ყირიმს ვეღარასდროს დაიბრუნებს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი