logo_geo
სტამბოლში მიწისძვრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
- +

26 სექტემბერი. 2019. 21:29

 

სტამბოლში მიწისძვრის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ სტამბოლში 30-მდე განმეორებითი ბიძგი აღინიშნა.

 

26 სექტემბერს, ქალაქში 3.6 მაგნიტუდის სიმძლავრის პირველი მიწისძვრა დილის 10:32 საათზე მოხდა, რასაც შუა დღის 13:59 საათზე 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოჰყვა. მიწისძვრის ეპიცენტრი მარმარილოს ზღვაში იყო.

 

სტამბოლის მერიაში აცხადებენ, რომ დაწყებითი და საშუალო სკოლები დროებით დაიხურა. მიწისძვრამ სტამბოლის ავჩილარის რაიონში მეჩეთის მინარეთის ნაწილი ჩამოანგრია. რამდენიმე შენობა დაზიანდა სულთანგაზის და ეიუპის რაიონებში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი