logo_geo
„დერბის“ ფეხბურთელები სერიოზულ ავტოავარიაში მოხვდნენ
- +

26 სექტემბერი. 2019. 23:06

 

ინგლისის რანგით მეორე ლიგაში, ჩემპიონშიფში მოთამაშე „დერბი ქაუნთის“ ფეხბურთელები სერიოზული ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილენი გახდნენ. ამის შესახებ დაწერა „სქაი სპორტსმა“.

 

კლუბში ჩატარებული კრების შემდეგ, რამდენიმე ფეხბურთელმა, მათ შორის კაპიტანმა რიჩარდ კიომ დალევა გადაწყვიტეს და მძღოლის მომსახურებაზე უარი თქვეს.

 

გართობის შემდეგ, მთვრალი ფეხბურთელები საჭეს მიუსხდნენ და სწორედ ეს გახდა ავტოავარიის მიზეზი.

 

საბოლოოდ, რიჩარდ კიომ მხარის მძიმე ტრავმა მიიღო და საავადმყოფოში მოხვდა, მისი პარტნიორები კი დააპატიმრეს. კაპიტანი ამ სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება.

 

კლუბის ხელმძღვანელობა არ აპირებს ფეხბურთელების დასჯას, პირიქით, დაეხმარება მათ, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ მწყობრში.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი