logo_geo
კატალონიის პარლამენტმა სამოქალაქო და ინსტიტუციური დაუმორჩილებლობა ლეგიტიმურად აღიარა
- +

27 სექტემბერი. 2019. 11:34

 

 

კატალონიის პარლამენტმა სამოქალაქო და ინსტიტუციური დაუმორჩილებლობა ლეგიტიმურად აღიარა.

 

ახლად მიღებული რეზოლუცია ერთგვარი პასუხია 2017 წლის რეფერენდუმის საქმის განაჩენზე, რომელიც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ უახლოეს მომავალში უნდა გამოიტანოს.

 

კატალონიის პარლამენტში განმარტავენ, რომ დაუმორჩილებლობის ლეგიტიმიზაცია სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებების დაცვის ინსტრუმენტი იქნება.

 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ ესპანეთის უზენაესი სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს კატალონიის ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ, უკანონო რეფერენდუმის ჩატარებისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების ბრალდებით, კატალონიის ხელისუფლება საპასუხოდ, თვითგამორკვევის უფლებით ისარგებლებს და ამნისტიას მოითხოვს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი