ინდოეთის ქალაქ პუნაში კოკისპირული წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. საშიში ზონიდან 15 ათასი ადამიანია ევაკუირებული. სინოპტიკოსების პროგნოზით, კოკისპირული წვიმა ამ რეგიონში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.
ამ ინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.