logo_geo
ეგეოსის ზღვაში 7 მიგრანტი დაიღუპა, მათგან 5 ბავშვია
- +

27 სექტემბერი. 2019. 18:03

 

 

საბერძნეთთან მიგრანტების ნავი გადაბრუნდა. შვიდი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 5 ბავშვია. გადაბრუნებული ნავი ეგეოსის ზღვაში, კუნძულ ინუსესთან შენიშნეს. სამაშველო ოპერაციაში საბერძნეთის სანაპირო დაცვისა და ევროკავშირის სანაპირო და სასაზღვრო დაცვის სააგენტოს „ფრონტექსის“ გემები მონაწილეობდნენ.

 

ნავზე სულ 19 ადამიანი იყო. 11 მათგანის გადარჩენა მოხერხდა, ერთის ბედი უცნობია. გადარჩენილები კუნძულ ჰიოსზე, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი