logo_geo
საბერძნეთის პორტში ხანძრის გამო 600 ადამიანის ევაკუაცია მოხდა
- +

28 სექტემბერი. 2019. 12:59

 

საბერძნეთში, იგუმენიცას პორტში ბორან „Olympic Champion“-ის ბორტზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ბერძნული მედიის ცნობით, ბორანზე 538 მგზავრი და ეკიპაჟის 75 წევრი იმყოფებოდა. ასევე დატვირთული იყო 293 ავტომობილი.

 

ბორანი საბერძნეთის პორტიდან ვენეციის მიმართულებით მიცურავდა. ამ დროისთვის პორტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაცია დაშავებულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.

 

ბორანი „Olympic Champion“ 2000 წელს აიგო. მისი სიგრძე 204 მეტრია, ხოლო სიგანე 26,13 მეტრი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი