logo_geo
სამხრეთ კორეაში, სატვირთო გემზე აფეთქების შედეგად 10 მეზღვაური დაშავდა
- +

28 სექტემბერი. 2019. 15:48

 

სამხრეთ კორეაში, ულსანის პორტში, სატვირთო გემზე აფეთქება მოხდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

სააგენტოს ინფორმაციით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ცეცხლი ახლოს მცურავ გემზეც გავრცელდა.

 

აფეთქების შედეგად 10 მეზღვაური დაშავდა, მათგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ეკიპაჟის წევრებს შორის ერთი რუსეთის, ხოლო ერთი ფილიპინების მოქალაქეა.

 

ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია გემზე აფეთქება.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი