logo_geo
რუსი რეჟისორი მარკ ზახაროვი გარდაიცვალა
- +

28 სექტემბერი. 2019. 18:28

 

ცნობილი რუსი რეჟისორი, მოსკოვის თეატრ „ლენკომის“ ხელმძღვანელი მარკ ზახაროვი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

რუსული მედიის ცნობით, ზახაროვის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. მას ფილტვების ანთება ჰქონდა.

 

ზახაროვი „ლენკომს“ 1973 წლიდან ხელმძღვანელობდა. მან 40 სპექტაკლი დადგა. მათ შორის „იუნონა და ავოსი“, „ფიგაროს ქორწინება“.

 

ზახაროვმა ასევე გადაიღო 7 ფილმი. მათ შორის ყველაზე ცნობილი და პოპულარულია „12 სკამი“, „სწორედ ის მიუნჰაუზენი“ და „ჩვეულებრივი სასწაული“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი