logo_geo
NASA-მ შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის პროცესი გადაიღო
- +

29 სექტემბერი. 2019. 00:53

 

NASA-მ შავი ხვრელის მიერ ვარსკვლავის შთანთქმის პროცესის გადაღება შეძლო, - წერს euronews. კერძოდ, ეს მოვლენა თითქმის 100 000 წელიწადში ერთხელ ხდება და ასტრონომებს ძალიან გაუმართლათ, რომ მასზე დაკვირვების საშუალება მიეცათ.

 

NASA-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარია დედამიწიდან დაახლოებით 375 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ გალაქტიკა 2MASX J07001137-6602251-სა და მის შავ ხვრელზე, რომელმაც დაახლოებით მზის ზომის ვარსკვლავი გაანადგურა.

 

ჩვეულებრივ, შავი ხვრელები ყველაზე დიდი გალაქტიკების ცენტრებშია.

 

ამ ფაქტით მკვლევარები შავ ხვრელზე მეტ ინფორმაციას მიიღებენ.

 

თავად შავი ხვრელის ფოტო ისტორიაში პირველად ასტროფიზიკოსებმა მიმდინარე წლის 10 აპრილს წარადგინეს.

 

შავი ხვრელი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივი ადგილია სამყაროში. ის შთანთქავს სინათლეს და ნებისმიერ ციურ სხეულს, რომელიც მასთან ახლოს აღმოჩნდება. შავი ხვრელის წიაღში უკვალოდ ქრება ვარსკვლავები, პლანეტები, გაზები, მტვერი, თუ ნებისმიერი სახის ელექტრომაგნიტური რადიაცია.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი