6,2 მაგნიტუდას სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ფილიპინებზე, კუნძულ მინდანოზე. ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დავოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 185 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ინფორმაცია დაშავებულთა და დაღუპულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება. კერა 88 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.