logo_geo
ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა
- +

29 სექტემბერი. 2019. 12:51

 

 

 

6,2 მაგნიტუდას სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა ფილიპინებზე, კუნძულ მინდანოზე. ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

 

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დავოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 185 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ინფორმაცია დაშავებულთა და დაღუპულების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.  კერა 88 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი