logo_geo
აშშ-ში პიტბულის ლეკვმა ბავშვები შხამიანი გველისგან იხსნა
- +

29 სექტემბერი. 2019. 12:57

 

 

აშშ-ში, ფლორიდაში პიტბულის ლეკვმა შხამიანი გველისგან ორი ბავშვი იხსნა. Fox35-ის ინფორმაციით, 8 თვის ლეკვმა სახელად „ზევსმა“ ორი ბიჭის გადასარჩენად თავი გასწირა.

 

ბავშვები ეზოში მისი საკვების ჯამს ასუფთავებდნენ, რა დროსაც მათ შხამიანი გველი თავს დაესხათ. ლეკვმა საფრთხე იგრძნო და გველს თავი წააგლიჯა, თუმცა ორთაბრძოლისას გველმა მას რამდენჯერმე უკბინა. „ზევსი“ კლინიკაში სასწრაფოდ გადაიყვანეს. ვეტერინარებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ ლეკვი იყო ყველაზე თავდადებული და ბიჭები მასთან ვალში არიან.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი