logo_geo
ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი კანცლერის, სებასტიან კურცის პარტია იმარჯვებს
- +

29 სექტემბერი. 2019. 19:40

 

 

ავსტრიის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი კანცლერის, სებასტიან კურცის პარტია იმარჯვებს. ეგზიტპოლების მიხედვით, კურცის „სახალხო პარტიამ“ ამომრჩეველთა ხმების 37,2%-ი მოიპოვა და პირველ ადგილზეა.

 

„სახალხო პარტიის“ ყოფილი პარტნიორი ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ მესამე ადგილზე გავიდა. წინასწარი მონაცემებით, ამ პარტიამ ხმების 16%-ი დააგროვა.

 

მეორე ადგილზე არიან სოციალ-დემოკრატები 22%-ით. მწვანეებს მხარი ამომრჩეველთა 14,3%-მა დაუჭირა. ლიბერალებმა 7,4%-ი დააგროვეს.

 

ავსტრიაში ბოლო ორ წელიწადში არჩევნები მეორედ გაიმართა. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ავსტრიაში სკანდალური ვიდეოჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, ვიცე-კანცლერ ჰანც-კრისტიან შტრახეს გადადგომისა და კოალიციური მთავრობის დაშლის გამო დაინიშნა.

 

ვიდეოკადრებში, რომელსაც „იბიცას საქმედ“ იცნობენ, ვიცე-კანცლერი რუსი ოლიგარქის ნათესავს ავსტრიაში სახელმწიფო კონტრაქტებს ჰპირდება.

 

 

big_banner
არქივი