logo_geo
უკრაინელები ვლადიმერ ზელენსკის მას და პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრების სტენოგრამის გამოქვეყნებას სთხოვენ
- +

30 სექტემბერი. 2019. 11:34

 

„უკრაინელები პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მოუწოდებენ, მას და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრების სტენოგრამა გამოაქვეყნოს“, - ამის შესახებ ინფორმაციას „TASS“ ავრცელებს.

 

„ვითვალისწინებთ რა იმ დიპლომატიურ სკანდალს, რაც დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარს მოჰყვა, მოვითხოვთ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრების სტენოგრამის გამოქვეყნებას,“ - ნათქვამია პეტიციაში.

 

გამოცემის ინფორმაციით, ონლაინ-პეტიცია 28 სექტემბერს დაიწყო და ჯერ მხოლოდ 57 ხმა აქვს მოგროვებული. პრეზიდენტი ვალდებულია, პეტიცია გაითვალისწინოს იმ შემთხვევაში, თუ მას 90 დღის განმავლობაში 25 000 ადამიანი მოაწერს ხელს.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი