logo_geo
ძლიერ წვიმას ინდოეთში 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

30 სექტემბერი. 2019. 11:39

 

„ძლიერი სეზონური წვიმის შედეგად, ინდოეთში ბოლო ორ დღეში სულ მცირე 42 ადამიანი დაიღუპა“, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

 

როგორც გამოცემა ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, ძლიერი წვიმისგან გამოწვეული ინციდენტების შედეგად ინდოეთის ჩრდილოეთ შტატ უტარ-პრადეშში ბოლო ორი დღის განმავლობაში 35 ადამიანი დაიღუპა 17 კი - დაშავდა, დანგრეულია რამდენიმე ათეული სახლი. ქვეყნის აღმოსავლეთ შტატ ბიჰარში კი სტიქიამ 7 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, წლევანდელი წვიმის სეზონზე სტიქიას ინდოეთში, ნეპალსა და ბანგლადეშში 350-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი