logo_geo
ტაივანში ხიდის ჩანგრევას შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
- +

1 ოქტომბერი. 2019. 11:50

 

 

ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ქალაქ სუაოს პორტის ტერიტორიაზე ხიდი ჩაინგრა და რამდენიმე ნავს დაეცა. ნავებზე მეთევზეები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად სულ მცირე ცხრა მეთევზე წყალში გადავარდა, შვიდი უკვე ამოიყვანეს, მათგან 6 სერიოზულად არის დაშავებული.

 

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ადამიანის სამაშველო ოპერაცია გრძელდება. ოპერაციაში სამხედროები და საზღვაო ქვეითებიც არიან ჩართული.

 

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ხიდზე ნავთობტანკერი გადაჰქონდათ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი