logo_geo
ფინეთში პროფესიულ სასწავლებელზე თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაშავდა
- +

1 ოქტომბერი. 2019. 16:59

 

 

ფინეთის ქალაქ კუოპიოში, პროფესიულ სასწავლებელზე თავდასხმა განხორციელდა.

 

ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია ერთი და დაშავებულია ცხრა ადამიანი. სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენა.

 

პროფესიული კოლეჯი, რომელზეც თავდასხმა განხორციელდა, სავაჭრო ცენტრის გვერდით მდებარეობს.

 

პოლიციამ მომხდარს „ძალადობრივი ინციდენტი“ უწოდა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.

 

​ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი