logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი: „შტაინმაიერის ფორმულის“ ტექსტს ვათანხმებთ
- +

1 ოქტომბერი. 2019. 23:03

ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულის“ ტექსტს ათანხმებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

ზელენსკის განმარტებით, ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულა“ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ცალკეულ რაიონებში განსაკუთრებული სტატუსის მინიჭების შესახებ ძალაში ახალი კანონის საშუალებით უნდა შევიდეს.

 

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მინსკის საკონტაქტო ჯგუფის მოლაპარაკებებზე უკრაინის მხარემ ეუთო-ს სპეციალურ წარმომადგენელს, მარტინა საიდიკის წერილს უპასუხა, რომ ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულის“ ტექსტს ათანხმებენ.

 

„ასეთი რამ არ არსებობს, ხელი მოვაწერეთ. ჩვენ საიდიკის წერილს ვუპასუხეთ, რომ „შტაინმაიერის ფორმულის“ ტექსტს ვათანხმებთ, რომლის იმპელენტაცია ახალი კანონის საშუალებით უნდა განხორციელდეს“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი