logo_geo
დონალდ ტრამპი: უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახლება კონგრესმენებმა მთხოვეს
- +

3 ოქტომბერი. 2019. 01:06

 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების განახლება მას კონგრესმენებმა სთხოვეს. ამის შესახებ ტრამპმა თავის ფინელ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა. როგორც ტრამპმა თქვა, მას დახმარების განახლება რობ პორტმანმა პირადად სთხოვა.

 

„ოჰაიოს სენატორმა რობ პორტმანმა დამირეკა და მითხრა: „ძალიან გთხოვთ, განაახლეთ სამხედრო დახმარება“. ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რატომაც განვაახლე უკრაინისთვის დახმარება. მე ფული გავეცი, რადგან პორტმანმა და სხვა კონგრესმენებმა მთხოვეს. მეზიზღება, როდესაც აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ფულს გასცემს. ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გადაიხადონ და დაეხმარონ უკრაინას. უკრაინა არის კედელი რუსეთსა და ევროპას შორის. დიდი თეთრი და ლამაზი კედელი. ამიტომ, ევროპა მეტად უნდა დაეხმაროს უკრაინას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი