logo_geo
სამხრეთ კორეას ტაიფუნი „მიტაგი“ დაატყდა თავს
- +

3 ოქტომბერი. 2019. 10:29

 

 

სამხრეთ კორეას ტაიფუნი „მიტაგი“ დაატყდა თავს. კორეული სააგენტო „იონჰაპის“ მონაცემებით, სტიქიის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი. კიდევ ორი პირი დაკარგულად ითვლება.

 

ტაიფუნმა სამხრეთ კორეის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე ორი პროვინცია დააზარალა.

 

ტაიფუნ „მიტაგის“ გამო, სამხრეთ კორეაში 300-ზე მეტი ავიარეისი გაუქმდა. სტიქიის ზონიდან ევაკუირებულია ასობით ადამიანი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი