logo_geo
პერუში ავტოკატასტროფას 23 ადამიანი ემსხვერპლა
- +

3 ოქტომბერი. 2019. 10:45

 

 

პერუში ავტოკატასტროფას 23 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სამგზავრო ავტობუსი 100 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა.

 

ავარია კუსკოსა და პუერტო მალდონადოს დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. უბედური შემთხვევის დროს ავტობუსში 50-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

ავარიის მიზეზებს პოლიცია იძიებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი