logo_geo
ბავარიაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა
- +

3 ოქტომბერი. 2019. 12:19

 

 

ბავარიაში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დაშავდა. ინფორმაციას გამოცემა „ბილდი“ ავრცელებს.

 

მედიასაშუალების ცნობით, 39 წლის მამაკაცი ქალაქ აბენსბერგში მაღაზიის ავტოსადგომზე ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს. ინციდენტი ადგილობრივი დროით 18:00 საათზე მოხდა. ნახევარ საათში 46 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დაჭრეს. სროლასთან დაკავშირებით დაკავებულია ორი ეჭვმიტანილი. ისინი 30 და 41 წლის მამაკაცები არიან. პოლიციამ ამოიღო იარაღიც.

 

დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია, თუმცა სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები და მსხვერპლი ერთმანეთს იცნობდნენ. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილი და დაშავებული სერბები არიან, დაკავებულები კი - კოსოვოელები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი