თურქული მედიის ცნობით, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში მიწისძვრა მოხდა. თურქეთის კატასტროფისა და საგანგებო სამსახურის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგებმა 5 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი მუგლას პროვინციიდან 58 კილომეტრში მდებარეობს.
ჯერჯერობით, ცნობები დაზარალებულთა შესახებ არ ვრცელდება.