logo_geo
პარიზში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის ოფიცრებს თავს დაესხა
- +

3 ოქტომბერი. 2019. 16:43

 

 

პარიზში, პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში დანით შეიარაღებული მამაკაცი პოლიციის ოფიცრებს თავს დაესხა.

 

„როიტერის“ ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლიციელმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებათ კიდევ რამდენიმე პოლიციელს.

 

ინციდენტის შემდეგ, პოლიციელებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს. პარიზის პოლიციის პრესსპიკერი კომენტარზე უარს აცხადებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი