logo_geo
ბილ გეიტსი კლიმატის ცვლილებაზე წიგნს დაწერს
- +

4 ოქტომბერი. 2019. 02:05

 

 

The Microsoft-ის შექმნელი ბილ გეითსი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის შესახებ წიგნს დაწერს. ინფორმაციას AP-ი ავრცელებს.

 

წიგნს „როგორ ავირიდოთ კლიმატის კატასტროფა“ ერქმევა. გეიტსმა წიგნის დაანონსებისას განაცხადა, რომ სურს დაეხმაროს ისეთი ტექნოლოგიების, ბიზნესისა და ინდუსტრიების შექმნას, რომლითაც კლიმატის ცვლილების უარყოფით გავლენა შემცირდება.

 

გასულ თვეში, გაეროს კლიმატის სამიტზე, გეიტსმა განაცხადა, რომ მისი ფონდი მსოფლიო ბანკთან და ევროპაში რამდენიმე მთავრობასთან ერთად მუშაობდა პროექტზე, რომლითაც ფერმერებისთვის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებაში დასახმარებლად $790 მილიონს უზრუნველყოფდნენ. გეიტსის ფონდმა ამ პროექტისთვის $310 მილიონი გამოყო.

 

ცნობილია, რომ ბილ გეიტსის წიგნი 2020 წლის ივნისში გამოიცემა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი