ლვოვში АН-12 ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. სულ ბორტზე 7 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი საწვავის შესავსებად ეშვებოდა, თუმცა, დაშვებამდე ის რადარებიდან გაქრა და ეკიპაჟთან კავშირიც შეწყდა. თვითმფრინავი ჩარტერულ სატვირთო რეისს ასრულებდა ვიგო(ესპანეთი) - ლვოვის მიმართულებით.