logo_geo
პოლონეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ბილზოვიცის ქვანახშირის მაღაროში 17 მაღაროელი დაშავდა
- +

4 ოქტომბერი. 2019. 15:54

 

პოლონეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ბილზოვიცის ქვანახშირის მაღაროში 17 მაღაროელი დაშავდა, მათ შორის ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

 

მაღაროს მფლობელის განმარტებით, მძიმედ დაშავებული მამაკაცი რეანიმაციაში იმყოფება, ხოლო დანარჩენებს მცირე დაზიანებები აქვთ.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, მიწისძვრის სიმძლავრე სამ ბალს შეადგენდა.

 

ცნობისთვის, ივლისში ამავე მაღაროში მძიმე დაზიანებებით სამი ადამიანი გარდაიცვალა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი