logo_geo
ეგვიპტეში 2 200 წლის ტაძარი აღმოაჩინეს
- +

6 ოქტომბერი. 2019. 00:00

 

 

ეგვიპტეში, მდინარე ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე დაკარგული ტაძარი აღმოაჩინეს. ამის შესახებ CNN წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, ნანგრევები შემთხვევით, სამშენებლო სამუშაოების დროს იპოვეს. სამუშაოები სასწრაფოდ შეჩერდა და ადგილზე მუშაობა არქეოლოგებმა დაიწყეს.

 

კედლებზე შემონახული ტექსტების საფუძველზე სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ ტაძარი 2 200 წლის წინ ფარაონ პტოლემე IV-სთვის აშენდა, რომელიც ეგვიპტეს ძველი წელთაღრიცხვით 221-204 წლებში მართავდა.

 

ქვეყნის მთავრობაში იმედოვნებენ, რომ მსგავსი აღმოჩენები ეგვიპტისადმი ტურისტების ინტერესს გაზრდის.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი