logo_geo
გაერო: ერაყში სიცოცხლის უაზრო მოსპობის პროცესი უნდა შეწყდეს
- +

6 ოქტომბერი. 2019. 11:01

 

ერაყში ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა რიცხვმა 100-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ინფორმაციით, გაეროს მისიის ხელმძღვანელმა ერაყში ჯენინ ჰენის პლაშარტმა მხარეებს სიცოცხლის უაზრო მოსპობის პროცესის დასრულებისკენ მოუწოდა.

 

„მკვლელობისა და დაშავების ხუთი დღე : ეს უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ჯენინ ჰენის პლაშარტმა.

 

მისივე თქმით, მათ, ვინც ადამიანების სიცოცხლის მოსპობაზე არიან პასუხისმგებლები, სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ.

 

ერაყში ბოლო რამდენიმე დღეა ანტი-სამთავრობო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები ქვეყანაში არსებულ კორუფციას, უმუშევრობას და ცუდ სოციალურ პირობებს აპროტესტებენ. ქვეყნის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, არეულობების შედეგად დაღუპულია 99 და დაშავებულია 4000-მდე ადამიანი.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი