logo_geo
მექსიკაში ინტერვიუს ჩაწერის დროს „National Geographic“-ის ჟურნალისტი დაჭრეს
- +

6 ოქტომბერი. 2019. 11:04

 

მექსიკაში ინტერვიუს ჩაწერის დროს „National Geographic“-ის ჟურნალისტი დაჭრეს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

გავრცელებული ცნობით, ჟურნალისტი გადამღებ ჯგუფთან ერთად ერთ-ერთი ნარკობარონისგან ინტერვიუს იღებდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. რესპონდენტი ადგილზე მოკლეს, თავდასხმის შედეგად დაშავებული ჟურნალისტი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 

რაც შეეხება შემოქმედებითი ჯგუფის სხვა წევრებს, მათ უსაფრთხოებას სამართალდამცველები იცავენ.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი