logo_geo
ამერიკაში მამაკაცმა ბარში ოთხი ადამიანი მოკლა
- +

6 ოქტომბერი. 2019. 15:09

 

ამერიკის მისურის შტატის ქალაქ კანზას-სიტიში მდებარე ბარში, სროლის შედეგად, ოთხი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ამერიკული მედია იუწყება.

 

მათი ინფორმაციით, ბარში მამაკაცი შევიდა, რომელმაც მოულოდნელად ცეცხლი გახსნა.

 

ქალაქის პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავემ სულ ცხრა ადამიანის მიმართულებით ისროლა, რომელთაგან ოთხი გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის მომხდარის დეტალები უცნობია. დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. უცნობია დანაშულის მოტივი.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი