logo_geo
ერაყში, დაპირისპირების შედეგად, 5 დღეში, 100-მდე ადამიანი დაიღუპა
- +

6 ოქტომბერი. 2019. 23:59

 

ერაყში, მომიტინგეებსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების შედეგად, უკანასკნელი ხუთი დღის განმავლობაში, გარდაცვლილთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, დაშავებულია 6 000-ზე მეტი ადამიანი. 

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს დამიზნებით ესროდა.

 

კორუფციისა და უმუშევრობის გასაპროტესტებლად, უკვე 5 დღეა, ბაღდადსა და ერაყის სამხრეთში მდებარე ქალაქებში გამოსვლები არ წყდება. ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ქუჩებში გამოსული მომიტინგეების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე გამოიყენეს. ქვეყნის, რამდენიმე ქალაქში, კომენდანტის საათი ამოქმედდა. გათიშულია ინტერნეტი.

 

 

 

 

big_banner
არქივი