logo_geo
„მაიმუნები პარლამენტში“ - ნახატი, რომელმაც რეკორდი მოხსნა, ის 12 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა
- +

7 ოქტომბერი. 2019. 01:58

 

ქუჩის მხატვრის, ბენქსის ნამუშევარი, რომლითაც მან ბრიტანეთის პარლამენტს დასცინა, ლონდონში, სოტბისის აუქციონზე 9,9 მლნ ფუნტ სტერლინგად (12,2 მლნ აშშ დოლარად) გაიყიდა. სურათს Devolved Parliament (გადააყენე პარლამენტი) ჰქვია, - ამის შესახებ იტყობინება აუქციონის სახლის გვერდი Twitter-ში.

 

სურათზე, მეტად შთამბეჭდავ ზომებში (4 X 2,5 მეტრზე) არის გამოსახული ბრიტანეთის პარლამენტის სხდომა. დეპუტატების როლში კი, შიმპანზეები და ორანგუტანები გვევლინებიან. სურათი 2009 წელს შეიქმნა. ის ბენქსის ყველაზე დიდი ზომის და ყველაზე ძირადღირებული ნამუშევარია, რომელიც აუქციონზე გაიყიდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბენქსიმ ლონდონში გახსნა მაღაზია, სადაც ადამიანი ვერაფერს შეიძენს.



აუქციონი 3 ოქტომბერს გაიმართა. სურათისთვის ვაჭრობა მთელი 13 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფინალური ფასი 5-ჯერ აღემატებოდა მის საწყის ფასს და აუქციონის ისტორიაში ახალი რეკორდი დაამყარა. წინა რეკორდი 2008 წელს იყო, როცა სურათი "გაუსვრელად" ნიუს -იორკში, სოტბისის ვაჭრობაზე 1,9 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. 

 

თუ ვინ შეიძინა ბენქსის სურათი, უცნობია. ასევე უცნობია მისი გამყიდველის ვინაობა. ცნობილია მხოლოდ, რომ მას ქუჩის მხატვრისგან ნამუშევარი 2011 წელს შეუძენია.

 

"სამწუხაროა, რომ ეს ნამუშევარი მე აღარ მეკუთვნოდა", - დაწერა მოგვიანებით ბენქსიმ სოციალურ ქსელში.  

 

2018 წელს, ბენქსის კიდევ ერთი ნამუშევარი "გოგონა ბურთით" აუქციონზე 1,04 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა.

 

 

 

 

 

big_banner
არქივი