logo_geo
ბრაზილიაში ტრადიციული კარნავალი დაიწყო
- +

25 თებერვალი. 2017. 22:53



ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ტრადიციული კარნავალი დაიწყო. კარნავალის გახსნის ცერემონიაზე დღესასწაულის „მასპინძელს", მეფე მომს ქალაქის სიმბოლური გასაღები გადაეცა. ამ როლისთვის სპეციალური ჟიური ათობით პრეტენდენტისგან ერთ მამაკაცს ყოველწლიურად ირჩევს.


მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, კარნავალში გამარჯვებისთვის სამბის 12 სკოლა იბრძოლებს. კოლექტივების გამოსვლას სპეციალური ჟიური შეაფასებს, რომელიც მუსიკოსებისგან, მსახიობებისგან და ჟურნალისტებისგან შედგება.


 

 

 

 

 

big_banner
არქივი