logo_geo
მედიის ინფორმაციით, აშშ-ს სირიიდან სამხედრო ძალები გაჰყავს
- +

7 ოქტომბერი. 2019. 13:23

 

 

ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან სამხედრო დანაყოფები გაჰყავს და თურქეთს „ისლამური სახელმწიფოს“ ტყვეებზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს. ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს. როგორც შეერთებული შტატების ოფიციალური პირები იტყობინებიან, ამერიკული ძალების გასვლა ხორციელდება სასაზღვრო-საგუშაგო პოსტებიდანაც.

 

„თურქეთი სირიაში დიდი ხნის წინ დაგეგმილ ოპერაციას იწყებს“, -განაცხადეს თეთრ სახლში რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრის შემდეგ.

 

განცხადების თანახმადვე, შეერთებული შტატები არც მხარს უჭერს და არც ერთვება სამხედრო ოპერაციაში.

 

შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის თქმით, თურქეთი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, სამხედრო ოპერაციას იწყებს სასაზღვრო ზოლის ქურთული დაჯგუფებებისგან გაწმენდის მიზნით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი