logo_geo
უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა
- +

7 ოქტომბერი. 2019. 14:58

 

უკრაინის მთავარმა სამხედრო პროკურატურამ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

 

„მთავარმა სამხედრო პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მიიღო 2018 წლის თებერვალში მისი გატაცების, მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების და მისი პოლონეთში უკანონო გადაყვანის შესახებ“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, 2017 წლის ივლისში, უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. სახელმწიფოს მეთაურმა საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღების დროს წარადგინა ყალბი ინფორმაცია, კერძოდ, არ მიუთითა საქართველოში მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შესახებ. 2018 წლის 12 თებერვალს მიხეილ სააკაშვილი კიევში, რესტორანში დააკავეს და რეადმისიის პროცედურით, პოლონეთში გააძევეს.

 

 

 

 

big_banner
არქივი