logo_geo
აშშ ევროპაში 25 წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს აანონსებს
- +

7 ოქტომბერი. 2019. 16:55

 

 

შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენლობა ევროპაში, ბოლო 25 წლის მანძილზე ყველაზე დიდ სამხედრო წვრთნებს, სახელწოდებით „Defender 2020“ აანონსებს. ინფორმაციას გერმანული „შპიგელი“ ავრცელებს, რომლის თანახმად, აშშ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში 37000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის.

 

სამხედრო წვრთნების მიზანია, ნატოს მზადყოფნის ზრდა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების ლოჯისტიკური ჰაბი გერმანია იქნება. წვრთნები აპრილსა და მაისშია დაგეგმილი და მასში მონაწილეობას 19 სახელმწიფო მიიღებს. წვრთნებში მონაწილე ჯარები გერმანიის ბუნდესვერის მხარდაჭერით ისარგებლებენ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი