logo_geo
კალიფორნიაში 800 000 აბონენტი დროებით ელექტროენერგიის გარეშე დარჩება
- +

9 ოქტომბერი. 2019. 10:42

კალიფორნიაში დაახლოებით 800 000 აბონენტს და ბიზნეს-ორგანიზაციას დროებით ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, რათა მოხდეს ტყის ხანძრების პრევენცია, რასაც ძლიერი ქარი უწყობს ხელს. ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

 

სინოპტიკოსების თქმით, კალიფორნიაში ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რამაც შეიძლება ტყის ხანძრები გამოიწვიოს. კალიფორნიის სატყეო მეურნეობისა და ხანძარსაწინააღმდეგო დეპარტამენტის განცხადებით, მთელ შტატში განთავსებულია გამაფრთხილებელი „წითელი დროშები“. სამსახურის ინფორმაციით, ელექტროენერგიის დაგეგმილი გათიშვა უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე გასულ წელს მიღებული პრევენციული ზომები, რომელმაც 60 000 მომხმარებელზე იმოქმედა.

 

 

big_banner
არქივი