logo_geo
ანტონიუ გუტერეში: გაერო-ს 230 მლნ დოლარის დეფიციტი აქვს და შესაძლოა, თვის ბოლოსთვის უფულოდ დარჩეს
- +

9 ოქტომბერი. 2019. 13:28

 

 

„გაერო-ს 230 მილიონი აშშ დოლარის დეფიციტი აქვს და შესაძლოა ამ თვის ბოლოსთვის უფულოდ დარჩეს“, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

 

წერილი, რომელიც ორგანიზაციის 37 000-მა თანამშრომელმა გაერო-ს სამდივნოდან მიიღო, იტყობინება, რომ დამატებითი „დროებითი ზომების“ მიღებაა საჭირო, რომელიც უზრუნველყოფს თანამშრომლების წინაშე არსებული ვალდებულებებისა და ხელფასების გასტუმრებას.

 

„წევრმა სახელმწიფოებმა მთლიანი თანხის მხოლოდ 70% გადაიხადეს, რომელიც 2019 წლის რეგულარული საბიუჯეტო ოპერაციებისთვისაა საჭირო. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ 230 მილიონი აშშ დოლარის დეფიციტი გვაქვს, რამაც შესაძლოა, სექტემბრის ბოლოსთვის, ჩვენი ფულადი რეზერვების ამოწურვა გამოიწვიოს“, - წერს გუტერეში.

 

„გაერო-ს გენერალურმა მდივანმა წევრ სახელმწიფოებს არაერთხელ მიმართა, კონტრიბუცია განეხორციელებინათ ორგანიზაციისთვის ფულადი სახსრების მოძიების პრობლემის თავიდან ასაცილებლად, რაზეც მათ უარი განაცხადეს“, - ამის შესახებ ანონიმურმა წყარომ მედიას განუცხადა.

 

ცნობისთვის, სამშვიდობო ოპერაციების ხარჯების გარდა, გაერო-ს ბიუჯეტი დაახლოებით 5 მილიარდ ევროს შეადგენს, რომლის 22% შეერთებული შტატების კონტრიბუციაა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი