გერმანიის ქალაქ ჰალეში, მეჩეთის სიახლოვეს მომხდარ სროლას სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ რამდენიმე პირი.
ჰალეს პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ. მათზე ძებნაა გამოცხადებული.
სამართალდამცველები ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან.
თავდასხმის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.