logo_geo
ვლადიმირ ზელენსკი: დონალდ ტრამპი ჩემს დაშანტაჟებას არ ცდილობდა
- +

10 ოქტომბერი. 2019. 13:55

 

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ივლისში სატელეფონო საუბრის დროს ან სექტემბერში შეხვედრისას მის დაშანტაჟებას არ ცდილობდა. მისი თქმით, მან სატელეფონო საუბრისას არ იცოდა, რომ შტატებმა უკრაინას სამხედრო დახმარება შეუწყვიტა, ხოლო როდესაც ამის შესახებ თავდაცვის მინისტრისგან გაიგო, საკითხი შტატების ვიცე-პრეზიდენტთან, მაიკ პენსთან პოლონეთში შეხვედრის დროს წამოჭრა.

 

შეგახსენებთ, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის მოთხოვნა წამოაყენა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის ოჯახის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მოსთხოვა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი