logo_geo
იაკუტელი „შამანი“ „პუტინის განსადევნად“ მოსკოვში მსვლელობას განაახლებს
- +

11 ოქტომბერი. 2019. 10:43

 

 

„იაკუტელი „შამანი“ „პუტინის განსადევნად“ მოსკოვში მსვლელობას განაახლებს“,- ამის შესახებ ალექსანდრ გაბიშევმა სპეციალურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც ის რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდებს. თანამდებობა ნებაყოფლობით დატოვოს.

 

გაბიშევი ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში შეკრებს რაზმს და მსვლელობას იმ ადგილიდან განაახლებს, სადაც ის სექტემბრის ბოლოს პოლიციამ დააკავა, ანუ ბურიატიისა და ირკუტსკის საზღვართან ახლოს. „შამანი“ აცხადებს, რომ მხარდამჭერებთან ერთად მოსკოვში ჩასვლას 2021 წელს გეგმავს.

 

გაბიშევი ამტკიცებს, რომ მოსკოვისკენ მსვლელობა მშვიდობიანი იქნება.

 

„პუტინს თავის არც ერთი ღერი თმა არ ჩამოვარდება და პუტინის სისხლის წვეთიც კი არ დაიღვრება,“ – აცხადებს გაბიშევი ვიდეომიმართვაში.

 

„შამანის“ თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „უბრალო ხალხი მას მხარს დაუჭერს“ და მას არ ეშინია, თუ ხელისუფლება ექსტრემიზმში დასდებს ბრალს. გაბიშევის განცხადებით, სპეცსამსახურების მცდელობა, რომ ის „იძულებით სამკურნალოდ გაგზავნონ, არის საბჭოთა კავშირის დროინდელი სადამსჯელო მედიცინის დაბრუნების მაგალითი.“

 

შეგახსენებთ, რომ „შამანი“ ალექსანდრ გაბიშვები სექტემბრის ბოლოს პოლიციამ დააკავა. ის მარტიდან მოყოლებული, მხარდამჭერებთან ერთად, მოსკოვისკენ მიემართებოდა. ხელისუფლებამ ის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გადაიყვანა. მას ბრალად წაუყენეს ექსტრემიზმისკენ მოწოდება და ხელწერილით გაათავისუფლეს, რომლის მიხედვითაც მას იაკუტიის დატოვება ეკრძალება.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი