logo_geo
ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა
- +

14 ოქტომბერი. 2019. 00:55

 

ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა გაიმარჯვა

 

 

ტუნისის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელმა კანდიდატმა, კაის საიდმა გაიმარჯვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საიდი ხმათა 72 პროცენტს ფლობს. მისი ოპონენტი, პარტია „ტუნისის გულის“ ლიდერი, მედიამაგნატი ნაბილ ალ კარუი კი 27,3 პროცენტს აგროვებს.

 

კაია საიდი სამართლის პროფესორია. ის კონსერვატიული შეხედულებებით გამოირჩევა. მისი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება ტუნისის 2011 წლის რევოლუციის ღირებულებების დაბრუნებაა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 60-მა პროცენტმა მიიღო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი