logo_geo
პოლონეთის ხელისუფლებაში კონსერვატორები რჩებიან
- +

14 ოქტომბერი. 2019. 12:16

 

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, პოლონეთში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ამ შედეგებით მმართველი პარტია „სამართალი და სამართლიანობა“ (Law and Justice_ - 43.6 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილს კი, ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია 27.4%-ით იკავებს.

 

სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა - „მემარცხენე ალიანსმა“ - 11.9%, კონსერვატიულმა „პოლონეთის კოალიციამ“ - 9.6%, ხოლო მემარჯვენე „კონფედერაციამ“ არჩევნებზე ხმათა 6.4% მოიპოვეს.

 

არჩევნების ოფიციალური შედეგები, დღეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

შეგახსენებთ, რომ პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნებში 30 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მათ სეიმის (ქვედა პალატა) 460 დეპუტატი და სენატის (ზედა პალატა) 100 დეპუტატი აირჩიეს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი