logo_geo
თურქეთში იარაღის ექსპორტს ბრიტანეთიც აჩერებს
- +

15 ოქტომბერი. 2019. 17:59

 

 

„საფრანგეთისა და გერმანიის შემდეგ თურქეთში იარაღის ექსპორტის ლიცენზიების გაცემას დიდი ბრიტანეთის მთავრობაც აჩერებს“,- ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

 

როგორც თემთა პალატაში საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, დიდი ბრიტანეთი თურქეთში იარაღის ექსპორტზე დეტალურ და მუდმივ კონტროლს განახორციელებს.

 

„ეს არ არის ის ქმედებები, რომლებსაც ჩვენ მოკავშირისგან ველოდებით. ეს არის უგუნური, ეს არის კონტრპროდუქტიული და მხოლოდ რუსეთისა და რა თქმა უნდა, ასადის რეჟიმისთვისაა ხელშემწყობი“, – განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა.

 

დომინიკ რააბის თქმით, დიდი ბრიტანეთის მთავრობა თურქეთს მაქსიმალური თავშეკავებისკენ და ცალმხრივი სამხედრო მოქმედებების დასრულებისკენ მოუწოდა.

 

„მე შემიძლია ვუთხრა თემთა პალატას, რომ თურქეთში საექსპორტო ლიცენზიები იმ პროდუქტებისთვის, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება სირიაში სამხედრო ოპერაციაში, არ გაიცემა, ვიდრე ჩვენ ვითარებას ვაკვირდებით“, – განაცხადა რააბმა.

 

შეგახსენებთ, თურქეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი